ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ენდომეტრიოზი

  • ენდომეტრიოზი ქრონიკული დაავადებაა. იწყება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში და გრძელდება მანამ, სანამ ქალს აქვს მენსტრუაციული ფუნქცია
  • ის აზიანებს ქალის რეპროდუქციულად მნიშვნელოვან ორგანოებს და იწვევს უნაყოფობას
  • ენდომეტრიოზს ახასიათებს ტკივილი – მუცლის ტკივილი მენსტრუაციებს შორის პერიოდში, მენსტრუაციის დროს, მტკივნეული შარდვა, მტკივნეული დეფეკაცია, მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი
  • ენდომეტრიოზი მკვეთრად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს
  • ყოველი ტკივილი, თუნდაც ახალგაზრდა ასაკში, უნდა შეფასდეს ენდომეტრიოზის თვალხედვით
  • ენდომეტრიოზის სრულყოფილი დიაგნოსტიკა ხდება ლაპაროსკოპიით

ენდომეტრიოზის ინ ვიტრო განაყოფიერების გამოსავალზე – სარწმუნო კვლევებით დასტურდება  ენდომეტრიოზის  უარყოფითი გავლენა ინ ვიტრო  განაყოფიერების  გამოსავალზეც.   ქალები, რომლებსაც  აქვთ  გენიტალური ენდომეტრიოზი,  ხასიათდებიან  დაბალი  ოვარიული რეზერვით, საკვერცხეების სუსტი პასუხით  კონტროლირებად სტიმულაციაზე, დაბალი  ხარისხის  კვერცხუჯრედებით/ემბრიონებით,  ასევე  ,,ღარიბი’’  ენდომეტრიუმით. ვრცლად >>

ენდომეტრიოზი ქრონიკული, მორეციდივე, დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ენდომეტრიული ქსოვილის ჩაზრდა, განვითარება საშილოსნოს ღრუს გარეთ ორგანოებში.

გამოხატულ სიმპტომებს შორის ძირითადია: ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია, პრემენსტრუაციული ტკივილი, მტკივნეული სქესობრივი აქტი, სისხლიანი გამონადენი საშოდან მენსტრუაციის წინ, უნაყოფობა და სხვ. ვრცლად >>