რეპროდუქტოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელშიც დიაგნოსტიკა წარმოუდგენელია ულტრასონოგრაფიის გარეშე. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით ვითარდება. ვითარდება ექოსკოპიის აპარატიც. სამედიცინო დაწესებულებამ ფეხი უნდა აუწყოს დროს, უპასუხოს მის გამოწვევებს, ამიტომ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკამ შეიძინა ულტრასონოგრაფიის ბოლო თაობის აპარატი VOLUSON E8BT15, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში. მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად, მას შეუძლია, როგორც ტრანსაბდომინალური, ისე ტრანსვაგინალური მიდგომით 3D (სამგანზომილებიან) და 4D (ოთხგანზომილებიან) რეჟიმში გამოიკვლიოს შინაგანი ორგანოები და ნაყოფი.