ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ინ ვიტრო

უნაყოფობის პრობლემას თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა მეთოდით უმკლავდება. დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს შორის ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა ინ ვიტრო განაყოფიერება, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა გენეზის უნაყოფობის დროს.

ინ ვიტრო განაყოფიერება გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას არა ბუნებრივ პირობებში ანუ ქალის ორგანიზმში, არამედ ხელოვნურად შექმნილ გარემოში – ლაბორატორიაში.

ინ ვიტრო პროცედურის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა მომწიფებული კვერცხუჯრედების მიღება, რაც ქალის ორგანიზმის მედიკამენტური სტიმულაციით მიიღწევა.

როდესაც ფოლიკულები სასურველ ზომას მიაღწევს, იწყება ინ ვიტრო პროცედურის მომდევნო ეტაპი – ფოლიკულების შიგთავსის ასპირაცია (ამოსრუტვა) და კვერცხუჯრედების მიღება.

ამ პერიოდში მუშავდება სპერმა. თანამედროვე სპეციალური ხსნარების დახმარებით შესაძლებელია მორფოლოგიურად სრულფასოვანი და მოძრავი სპერმატოზოიდების გამოცალკევება სათესლე სითხიდან და ბაქტერიებისა და მკვდარი სპერმატოზოიდებისგან მათი გაწმენდა.

მომწიფებული ფოლიკულისა და სპერმის განაყოფიერებით ვიღებთ ემბრიონს ,რომელიც შემდეგ დედის საშვილოსნოში გადაგვაქვს.