ორშაბათი - პარასკევი 9:15 - 18:00

შაბათი 10 - 14

+ 995 597 51 19 13

info@sabakhtarashviliclinic.ge

ლუბლიანას 2/6

დიღომი, თბილისი

შემოგვიერთდით

ინსემინაცია 2

                    რა არის  საშვილოსნოსშიდა  ინსემინაცია

საშვილოსნოსშიდა  ინსემინაცია – დამხმარე  რეპროდუქციული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც  ჩვენების შესაბამისად გამოიყენება რეპროდუქტოლოგიაში.

აღნიშნული მეთოდის დროს  ხდება  ლაბორატორიაში  წინასწარ  დამუშავებული/გააქტიურებული  სპერმის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში, სპეციალური  კათეტერის საშუალებით. პროცედურა  უმტკივნეულოა და იშვიათი  გამონაკლისების (ვაგინიზმი,  მძიმე ფსიქოემოციური სფერო ) გარდა,  ანესთეზიას არ საჭიროებს.

 

როგორია  დაორსულების შანსი  საშვილოსნოსშიდა  ინსემინაციის დროს

  • ერთ ციკლზე გათვლით – ორსულობის მიღების შანსი საშუალოდ   15-18 %-ია
  • კუმულაციური სიხშირე კი ანუ 6 ციკლზე  (ინსემინაციის  6 პროცედურის შემთხვევა ) გათვლით-  60-70 %

 

  • დაორსულების სიხშირე დამოკიდებულია ექიმის კვალიფიკაციაზე,  პაციენტის  სწორად  მომზადებაზე, კერძოდ  იგულისხმება  ჰორმონული  ბალანსი,   საკვერცხეებში  ოვულაციური  პროცესისა და საშვილოსნოში ენდომეტრიუმის სინქრონული დამოკიდებულება,  რაც ექოსკოპიური  კვლევით  დგინდება და ასევე  პარტნიორის  სპერმის  პარამეტრები.

 

  • ინსემინაციის ჩატარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა წინა ციკლებში შესაბამისი  კვლევით დადასტურებული  გამტარი საშვილოსნოს  მილები!!!

 

რა შემთხვევაში  კეთდება საშვილოსნოსშიდა  ინსემინაცია

  • გაურკვეველი გენეზის უნაყოფობა
  • მსუბუქი ან მინიმალურიენდომეტრიოზი – დადასტურებული ლაპაროსკოპიით
  • სქესობრივი ცხოვრების შეუძლებლობა – (ვაგინიზმი)
  • ოვულაციური დარღვევები –  ფოლიკულის მომწიფება/გასკდომის  პროცესის დარღვევა  საკვერცხეებში
  • სპერმოგრამაში მსუბუქი ( რაოდენობრივი, მოძრაობით) დარღვევები
  • სპერმის დონაციის პროგრამებში ( აზოოსპერმია; გენეტიკური დაავადება  მამის ხაზით;  მამაკაცი  პარტნიორის არ არსებობა )
  • იმუნური უნაყოფობა