ინ ვიტრო
ენდომეტრიოზი
ენდოკრინოლოგია
კვლევის მეთოდები
-
ინ ვიტრო
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში ინ ვიტრო ლაბორატორია 2012 წლიდან არსებობს. აპარატურა თანამედროვე სტანდარტისაა და მისი განახლება ყოველ წელს ხდება. ინ ვიტროს ინფორმაცია მაქსიმალურად დიდ სიზუსტეს მოითხოვს. დაცულია პაციენტის კონფიდენციალურობა. მუშაობის დროს მკაცრად კონტროლდება პაციენტის ბიოლოგიური მასალა. გამორიცხულია წარწერის გარეშე სინჯარის არსებობა. სამუშაო მაგიდაზე პუნქციის წინა დღით მზადდება სამუშაო სითხეები და ისხმევა სპეციალურ სინჯარებში, რომელთაც აწერია პაციენტის გვარი. შემდეგ თბება 37გრ. ტემპერატურამდე. მუშაობის პროცესში აუცილებელია ყველა პაციენტის კვერცხუჯრედის / ემბრიონის კონტროლი. ბოლოს სურათი აუცილებლად ელექტრონულად ფიქსირდება. ეწერება გვარი და თარიღი.
-
ენდომეტრიოზი
სერთიფიცირებული ენდომეტირიოზის ევროპულ ცენტრს საქართველოში “ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა” წარმოადგენს. ენდომეტრიოზი ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. გვხვდება რეპროდუქციული ასაკის ქალთა პოპულაციის 5-15 %-ში. უნაყოფო პაციენტების 40-50 %- ში, ხოლო მტკივნეული მენსტრუაციების დაახლოებით 60-70 % ში. ევროპული სერტიფიკატის მისაღებად, კლინიკამ წარმატებით გაიარა ორწლიანი სერთიფიცირების პროცესი, რომლის შედეგები განიხილა ენდომეტრიოზის ევროპულმა ცენტრმა და კლინიკას ახლახანს ოფიციალურად მიენიჭა ევროპული სტანდარტის სერთიფიკატი და გახდა ამ დარგის პირველი ცენტრი საქართველოში. ასეთი ცენტრი სულ 35-ია ევროპაში. სერთიფიცირება ნიშნავს, რომ პაციენტები ჩვენს კლინიკაში სრულად იღებენ ისეთივე დონის მკურნალობას, როგორც წამყვან ქვეყნებშია შესაძლებელი.
-
ბავშვთა და მოზარდთა რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია
სიტყვები რეპროდუქცია, რეპროდუქციული ფუნქცია, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია და სხვა მსგავსი, ხშირად მხოლოდ განაყოფიერებასთან ასოცირებულ სიტუაციებად მოიაზრება. ეს ერთის მხრივ მართალია, რადგან იმ სისტემებსა და ორგანოებს შეეხება, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობს. მეორეს მხრივ, სრულად არ ასახავს სიტუაციას ასაკთან და ცხოვრების ეტაპთან დაკავშირებით.
-
კვლევის მეთოდები
რეპროდუქტოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელშიც დიაგნოსტიკა წარმოუდგენელია ულტრასონოგრაფიის გარეშე. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით ვითარდება. ვითარდება ექოსკოპიის აპარატიც. სამედიცინო დაწესებულებამ ფეხი უნდა აუწყოს დროს, უპასუხოს მის გამოწვევებს, ამიტომ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკამ შეიძინა ულტრასონოგრაფიის ბოლო თაობის აპარატი VOLUSON E8BT15, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში. მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად, მას შეუძლია, როგორც ტრანსაბდომინალური, ისე ტრანსვაგინალური მიდგომით 3D (სამგანზომილებიან) და 4D (ოთხგანზომილებიან) რეჟიმში გამოიკვლიოს შინაგანი ორგანოები და ნაყოფი.
სიახლეები
ჩვენ, თქვენ მიზანს რეალობად ვაქცევთ!
ახალგაზრდული ენერგიისა და მრავალწლიანი გამოცდილების სიმბიოზი - სწორედ ეს ღირსეული გზაა ჩვენი კლინიკის არჩევანი.
ანა გვენეტაძე
მეან-გინეკოლოგი
არსენ გვენეტაძე
კლინიკის დირექტორი ; თსუ-ს პროფესორი; ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი;
თამარ არქანია
ექიმი რადიოლოგი
თამარ საბახტარაშვილი
რედიოლოგი
ლელა ირემაძე
რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი
ლელა, ყველაზე კეთილო, თბილო, ყურადღებიანო და გულისხმიერო ადამიანებო
ბატონო არსენ, ლელა, ყველაზე კეთილო, თბილო, ყურადღებიანო და გულისხმიერო ადამიანებო, მადლობა იმ სიხარულისთვის, რასაც თქვენი დამსახურებით განვიცდი.. ❤️❤️ მადლობა ქალბატონ თათიას და თქვენი კლინიკის ყველა თანამშრომელს.. თქვენ სასწაულებს ახდენთ და გვანიჭებთ უდიდეს ბედნიერებას ?? — with Lela Iremadze.
- Inga Futkaradze
მადლობა თქვენს კლინიკას, ბატონ არსენსა და განსაკუთრებით ლელა ირემაძეს
მადლობა თქვენს კლინიკას, ბატონ არსენსა და განსაკუთრებით ლელა ირემაძეს. თქვენი პროფესიონალიზმის წყალობით ჩემი პატარა მოევლინა ქვეყანას 🙂 წამოვიზრდებით და გინახულებთ 🙂 <3 <3 #arsengvenetadze #lelairemadze
- სოფიო მერაბიშვილი
დიდი მადლობა ბატონ არსენს.
6 წლიანი იუმედო მკურნალობის შემდეგ დადგა ნანატრი შედეგი. უღწმეს მადლობას ვუხდი კლინიკის ექიმებს.